სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

10:45 | 7.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დილა” შეკრებაზე მესამედ ისპარინგებს

აქართველოს მოქმედი ჩემპიონი გორის “დილა”, რომელიც თურქეთში შეკრებაზე იმყოფება, დღეს მორიგ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. როგორც შიდაქართლური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, გორელთა მეტოქე თურქეთის პირველი ლიგის ბინადარი “ალანიასპორი” იქნება, რომელიც სუპერლიგაში გადასასვლელ პლეიოფში დამარცხდა.

შეხვედრა თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ აქამდე თურქეთში “დილამ” ორი სპარინგი გამართა და ორივე ლუცკის “ვოლინთან”. უჩა სოსიაშვილის გუნდმა პირველი მატჩი მოიგო, მეორე კი 82-ე წუთზე შეწყდა.

“დილა” უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს ბელგრადში, “პარტიზანის” წინააღმდეგ 14 ივლისს ჩაატარებს.

თეგები“დილა”
სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.113172