ფეხბურთი

1:38 | 7.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსიამ” ბაკალი გაიფორმა

ესპანურმა “ვალენსიამ” ნიჭიერი ბელგიელი ვინგერი ზაქარია ბაკალი გაიფორმა. აღნიშნული ტრანსფერი “ღამურების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

19 წლის მოთამაშეს ჰოლანდიურ პსვ-სთან კონტრაქტი 1 ივლისს დაუმთავრდა და ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ზაქარიამ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და 2020 წლის 30 ივნისამდე გააფორმა კონტრაქტი.

“მე ვარ ძალიან ახალგაზრდა და ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი ჩემთვის. შევუერთდი ტრადიციულ და მიმზიდველ კლუბს კონკურენტუნარიან ლიგაში. ძალიან მოტივირებული ვარ და მსურს, რაც შეიძლება კარგად დავეხმარო ახალ გუნდელებს. მე მინდოდა კარიერა პსვ-ზე მაღალ დონეზე გამეგრძელებინა და მქონდა ბევრი ვარიანტი, რომელთგან საუკეთესო ამოვარჩიე. “ვალენსიასა” და ლა ლიგაში თამაში ჩემთვის ახდენილი ოცნებაა”, - განაცხადა “ლოს ჩეს” ახალწვეულმა.

ზაქარია ჰოლანდიური გრანდის პირველ გუნდში 2013 წელს გამოჩნდა და 22 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა. მას გასული სეზონი ტრავმების გამო გაუცდა.

0.165609