კალათბურთი

21:50 | 6.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

პარკერი: “ოლდრიჯი ნბა-ს მოგვაგებინებს”

რამდენიმე დღის წინ, ლამარკუს ოლდრიჯი “სან ანტონიოში” გადავიდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით “სპურსის” ფრანგმა გამთამაშებელმა ტონი პარკერმა მცირე კომენტარი გააკეთა:

“ოლდრიჯი საოცარი კალათბურთელია, ის ჩვენთან ერთად ითამაშებს, რაც მომდევნო სეზონში ჩვენს ჩემპიონობას უფრო რეალურს ხდის. ნბა-ს ჩემპიონობა ძალიან რთული იქნება. ამ თემასთან დაკავშირებით გრეგ პოპოვიჩს ვესაუბრე, ყველანი ოპტიმისტურად ვართ განწყობილები”.

ოლდრიჯმა “სან ანტონიოსთან”-თან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაშიც კალათბურთელი 80 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

0.114273