კალათბურთი

20:45 | 6.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

გასოლი ევრობასკეტზე არ ითამაშებს

ესპანური მარკას ცნობით, ესპანეთის ნაკრებს ევრობასკეტზე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი “მემფის გრიზლის” ცენტრი მარკ გასოლი ვერ დაეხმარება. წყაროს ცნობით, მარკი ნბა-ს მომავალ სეზონზეა ორიენტირებული და ზაფხულის პერიოდი მოსამზადებლად სჭირდება.

როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ გასოლმა “დათვებთან” ახალ 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ნბა-ს განვლილ სეზონში მარკმა 81 მატჩი ჩაატარა, სადაც საშუალოდ ერთ შეხვედრაში 17.4 ქულას, 7.8 მოხსნას და 3.8 პასს აკეთებდა.

კალათბურთში ევროპის ჩემპიონატი 5-20 სექტემბერს გაიმართება. ევრობასკეტზე ესპანეთი ბ ჯგუფში მოხვდა. სკარიოლოს შეგირდები მასპინძელ გერმანიას, სერბეთს, თურქეთს, ისლანდიას და იტალიას გაეჯიბრებიან.

0.119716