უიმბლდონის 1/8-ფინალში მსოფლიო რეიტინგის პირველმა ნომერმა სერენა უილიამსმა თავისი უფროსი და ვინუს უილიამსი 6:4, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 10 წუთს გაგრძელდა. სერენამ 10 ეისი ჩააწოდა, არც ერთი ორმაგი შეცდომა არ დაუშვა და 4 ბრეიკი შეასრულა, ვინუსს 2 ეისი ჰქონდა, 4 ორმაგი შეცდომა და 1 ბრეიკი გააკეთა. ურთიერთშეხვედრებში სერენა თავის დას 15:11 ამარცხებს.
მეოთხედფინალში სერენას მეტოქე აზარენკა-ბენჩიჩის წყვილის გამარჯვებული იქნება.
მეოთხედფინალში გააღწია ტურნირის კიდევ ერთ-ერთმა ფავორიტმა რუსმა მარია შარაპოვამ, რომელმაც 1/8-ფინალში ყაზახ ზარინა დიასს 6:4, 6:4 მოუგო. შეხვედრა საათსა და 39 წუთს გაგრძელდა. მეოთხედფინალში რუსის მეტოქე ამერიკელი კოკო ვანდევეიგე იქნება.