ჭადრაკი

15:26 | 6.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლვოვმა ფინალის მასპინძლობის სურვილი გამოთქვა

უკრაინის ქალაქმა ლვოვმა სურვილი გამოთქვა ქალ მოჭადრაკეთა შორის 2016 წლის მარტში მსოფლის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრათა სერიას უმასპინძლოს, სადაც ერთმანეთს ჰოუ იფანი (ჩინეთი) და ანა მუზიჩუკი (უკრაინა) შეხვდებიან.

უკრაინელთა განაცხადის მისაღებად, ლვოვში უკვე იმყოფებოდა ფიდეს დელეგაცია ამ ორგანიზაციის პრეზიდენტის კირსან ილუმჟინოვის მეთაურობით.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ლვოვს ჯერჯერობით კონკურენტი არ ჰყავს და ფიდეს მხარდაჭერითაც სარგებლობს, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩების სერიის მასპინძლობა თითქმის გარანტირებული აქვს. იმ შემთხვევაში, თუ ლვოვი ჰოუ იფანი -ანა მუზიჩუკის ფინალური მატჩების სერიას უმასპინძლებს, საორგანიზაციო კომიტეტს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო უხელმძღვანელებს.

0.115134