ჩილეში, კოპა ამერიკაზე თავიანთი ეროვნული ნაკრების გამარჯვების აღსანიშნავად მოწყობილი ღონისძიებების დროს სამი ადამიანი დაიღუპა. ორ მათგანი ავტომანქანის მსხვერპლი გახდა, ხოლო მესამე მას შემდეგ დაიღუპა, რაც სანტიაგოს ჩრდილოეთში გულშემატკივართა ჯგუფებს შორის დაპირისპირება მოხდა. სამი ადამიანი კი ჩილეს პოლიციამ დააპატიმრა.
“ლა როხამ” კოპას ფინალში არგენტინას პენალტების სერიაში მოუგო და თავის ისტორიაში სამხრეთ ამერიკის საუკეთესო გუნდის ტიტული პირველად მოიპოვა.