ფეხბურთი

0:35 | 6.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბეგლარიშვილმა მოიგო, სირბილაძე შინ დამარცხდა

ესტონეთის მეისტრლიგის მე-17 ტურში “ფლორამ” შინ 1:0 დაამარცხა “ინფონეტი”. გამარჯვებულთა შორის უკრაინის მოქალაქე ირაკლი ლოგუა სათადარიგო იყო, ზაქარია ბეგლარიშვილი კი სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა და 55-ე წუთზე შეცვალეს. ესტონეთის 10 გუნდიან ჩემპიონატში “ფლორა” 37 ქულით მეორე ადგილზე. 1 ქულით ჩამორჩება ლიდერ “ლევადიას”.

ფინეთის ვეიკაუსლიგის მე-17 ტურში “იარომ” სტუმრად 3:1 დაამარცხა “კუპსი”, რომლის შემადგენლობაში ირაკლი სირბილაძემ სრულად ითამაშა, მე-40 წუთზე კი გააფრთხილეს. ესტონეთის 12 გუნდიან ჩემპიონატში “კუპსი” 20 ქულით მე-6 ადგილზეა.

0.127305