ფეხბურთი

18:00 | 5.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კობიაშვილი წლის ადამიანია

გამოცემა “სახეების” მიერ წლის ადამიანად ლევან კობიაშვილი დასახელდა. ყოფილმა ფეხბურთელმა ჯილდო საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობის განმტკიცებისთვის შეტანილი წვლილისთვის მიიღო.

სოციალურ ქსელში ლევან კობიაშვილის ოფიციალური გვერდზე შემდეგი კომენტარი ვრცელდება.

“დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სრულიად საგამოცემო ჯგუფს და იმ ადამიანებს, ვინც ეს პროექტი შესაძლებელი გახადა, თითოეული მათგანი ჩვენი ქვეყნის საქმეს ემსახურება. განსაკუთრებით მადლობა მსურს გადავუხადო მთავარ რედაქტორს ქალბატონ ნანა აკობიძეს და ჟურნალისტ გია ტუხაშვილს. ეს ჯილდო ჩემთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა” – აღნიშნა კობიაშვილმა.

30 ივნისს ბერლინში საქართველოს საელჩოში გაიმართა მედიაპროექტის “ქართულ-გერმანული სახელები” პრეზენტაცია. კერძოდ 700 გვერდიანი ქართულ-ინგლისურ გამოცემაში ქართულ-გერმანული ურთიერთობების შესახებაა სტატიები, ნარკვევები, პუბლიკაციები.

0.183332