ქართველმა ჩოგბურთელებმა ეკატერინე გორგოძემ და სოფო შაფათავამ პოლონეთის ქალაქ ტორუნში გამართული 25-ათასიანი ტურნირის მოიგეს.
პირველ ნომრად განთესილმა ქართულმა წყვილმა ნახევარფინალში პოლონურ-ავსტრალიურ დუეტს (დომაგალა-ვლოდარჩაკი) 2:6, 6:2, 15:13 სძლია, ფინალში კი პოლონურ-ფილიპინური ტანდემი (ფრეჩი-ლენჰერტი) დაამარცხა – 6:4, 6:4.
ერთეულთა ტურნირის მეოთხედფინალში გორგოძემ პირველ ნომრად მიჩნეულ სლოვაკ კრისტინა კუჩოვასთან 3:6, 1:6 წააგო, ხოლო მე-7 რეიტინგის მქონე შაფათავა ბულგარელ დია ევტიმოვასთან 5:7, 5:7 დამარცხდა.