საქართველოს უმაღლესი ლიგის წევრის ფოთის კოლხეთის ოფიციალური “ფეისბუქ” გვერდის ინფორმაციით, გუნდმა 20 წლის მცველი მურად აფხაზავა დაიმატა.
20 წლის ფეხბურთელმა კარიერა გორის “დილაში” დაიწყო, სადაც სარეზერვო გუნდში ასპარეზობდა და 2013/14 წლების სეზონში 24 მატჩი ჩაატარა. შიდაქართლიდან აფხაზავა ოზურგეთში წავიდა და ადგილობრივ “მერცხალში” გასული სეზონი გაატარა. მცველმა 28 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.