ფეხბურთი

12:50 | 5.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

სამპაოლი: “სანჩესის პენალტმა წარმოუდგენელი სიხარული მომანიჭა”

ჩილეს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ კოპა ამერიკის მოგების შემდეგ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა მთელი ტურნირი მაღალ დონეზე ჩაატარა და ფეხბურთელებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

ჩილემ არგენტინის ეროვნული ნაკრების მატჩის შემდგომი თერთმეტმეტრიანების სერიაში 4:1 დაამარცხა, გადამწყვეტი დარტყმა კი ალექსის სანჩესმა შეასრულა.

“სანჩესის პენალტმა წარმოუდგენელი სიხარული მომანიჭა. ფეხბურთელებმა დიდი სამუშაო შეასრულეს. ერთი მატჩიც არ მინახავს აწ უკვე განვლილ კოპა ამერიკაზე, სადაც ჩილე მეტოქეზე ცუდად გამოიყურებოდა. მინდა აღნიშნული მომენტით ფეხბურთელებთან ერთად დავტკბე. ჩილეს დიდი გამარჯვება მოვუტანეთ და დიდი მადლობა ჩემ ფეხბურთელებს თავდადებისთვის და იმისთვისაც, რომ ამ ყველაფრის მონაწილე გამხადეს.” – განაცხადა სამპაოლიმ.

ჩილეს ეროვნულმა გუნდმა კოპა ამერიკის ტურნირი არსებობის ისტორიაში პირველად მოიგო და ისტორიული შედეგი მასპინძლის რანგში დააფიქსირა.

0.127681