ფეხბურთი

22:26 | 4.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნანი და ვან პერსი “ფენერბაჰჩეში”?

როგორც Guardian იუწყება, ვან პერსი “მანჩესტერის” დატოვებასთან ახლოსაა. 31 წლის ფორვარდის შეძენა თურქულ “ფენერბაჰჩეს” სურს. სავარაუდოდ, ოთხწლიან კონტრაქტს მოეწერება ხელი, ხოლო ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ კლუბები სატრანსფერო თანხაზე შეთანხმდებიან.

აღნიშნული წყაროს ცნობით, ვან პერსისთან ერთად, შესაძლოა “ფენერბაჰჩეში” გააგრძელოს კარიერა 28 წლის პორტუგალიელმა ნანიმ, რომელიც “წითელი ეშმაკების” საკუთრებაა, გასული სეზონი კი იჯარის წესით “სპორტინგში” გაატარა.

შეგახსენებთ, თურქული კლუბის მთავარი მწვრთნელი 46 წლის ვიტორ პერეირაა. სტამბოლურმა კლუბმა გასული სეზონის სუპერლიგაში მეორე ადგილი დაიკავა.

0.127946