ფრანკფურტის "აინტრახტის" 24 წლის მეკარე კევინ ტრაპი კარიერას საფრანგეთის ჩემპიონ "პარი სენ ჟერმენში" გააგრძელებს. როგორც frankfurter rundschau იუწყება, გერმანელი კიპერის სანაცვლოდ ფრანგულმა გუნდმა 9 მილიონი ევრო გაიღო. ტრანსფერი უახლოეს საათებში ოფიციალურად დადასტურდება.
კევინ ტრაპი "აინტრახტის" კარს 2012 წლიდან მოყოლებული იცავდა, მანამდე კი "კაიზერსლაუტერნის" რიგებში ირჯებოდა. გასულ სეზონში 24 წლის კიპერმა ბუნდესლიგაში 22 შეხვედრა გამართა.