ფეხბურთი

21:45 | 4.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩილეში ვიდალი და "რეალი" რეალური გახადეს

ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველი არტურო ვიდალი შესაძლოა, კოპა ამერიკის გათამაშების დასრულების შემდეგ მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი გახდეს. ამის შესახებ დარწმუნებით ჩილური გამოცემა la tercera იუწყება. ამავე წყაროს ინფორმაციით, 28 წლის ფეხბურთელი და მადრიდული გრანდი პირად კონტრაქტზე უკვე შეთანხმდნენ, მაგრამ ტრანსფერის ოფიციალურად დადასტურებას "იუვეს" თანხმობა სჭირდება. თუ ჩილელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, ვიდალი "რეალის" ფეხბურთელი უახლოეს ხანებში გახდება და გუნდთან 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

არტურო ვიდალი ტურინულ გრანდს 2011 წელს "ლევერკუზენიდან" 10.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და მას შემდგომ "ბებერი ქალბატონის" ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. გასულ სეზონში ვიდალმა ყველა ტურნირზე ჯამში 45 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.

0.122577