ფეხბურთი

21:00 | 4.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

"დილა" - "ვოლინის" მეორე სპარინგი არ დასრულდა...

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა გორის "დილამ" მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. უჩა სოსიაშვილის გუნდი თურქეთის სუპერლიგის ბინადარ "გაზიათეფსპორს" უნდა გაჯიბრებოდა, თუმცა მოწინააღმდეგის უარის გამო, გორელთა მეტოქე პირველის მსგავსად ამჯერადაც უკრაინული "ვოლინი" გახლდათ. სამი დღის წინ შიდაქართლელებმა უკრაინელებს 3:2 აჯობეს, მიუხედავად იმისა, რომ თამაშის მსვლელობისას 0:2 აგებდნენ.

ამჯერადაც მატჩი "ვოლინის"უპირატესობით დაიწყო და 22-ე წუთისთვის მათ ისევ ორბურთიანი უპირატესობით მოახერხეს დაწინაურება. საქართველოს ჩემპიონის კარში მეორე გოლი კი ეროვნული ნაკრების წევრმა სანდრო კობახიძემ გაიტანა, ვინაც საჯარიმოს მისადგომებიდან მოხდენილი გოლი შეაგდო. "დილამ" ერთი ბურთის გაქვითა ტაიმის მიწურულს შეძლო. ლაშა გვალიას დარტყმული ხარიხას მოხვდა, მაგრამ დამატებაზე დავით ხურცილავამ ყველას დაასწრო და სხვაობა შეამცირა.

მეორე ტაიმში "დილამ" გატანა სცადა, თუმცა არ გამოუვიდა. 82-ე წუთზე კი თამაში შეწყდა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ "ვილონის" კარში თერთმემეტრიანი დაინიშნა, რომელიც უკრაინელმა ფეხბურთელმა გააპროტეტსა და მოედანი დატოვა, რის შემდგომაც თამაში შეწყდა. პენალტი კი მას შემდგომ დაინიშნა, რაც პაპავას გრძელი პასის შემდგომ მათე კვირკვია "ვოლინის" მცველმა საკუთარ საჯარიმოში წააქცია, თუმცა, როგორც ზემოთ ვახსენეთ, მან ეს გადაწყვეტილება გააპროტეტსა, რასაც თამაშის შეწყვეტა მოყვა.

"დილამ" ამ მატჩში შემდეგი შემადგენლობით ითამაშა:

შევჩენკო, კვირკველია, პაპავა, კვახაძე (კაპ) (ღონღაძე 56), ნავალოვსკი, ხურცილავა, გვალია (ფალავანდიშვილი 51), რაზმაზე (ძარია 68), ილურიძე (მოდებაძე 66), ერისთავი (კვირკვია 71), მარცვალაძე

გაფრთხილება: ნავალოვსკი (24)

მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

0.12156