ფეხბურთი

18:59 | 11.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზლატანის ემოციური გამოსვლა

ზლატან იბრაჰიმოვიჩი მეცხრედ დასახელდა შვედეთის საუკეთესო ფეხბურთელად. შვედეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენ საღამოზე პსჟ-ს ფეხბურთელი დაჯილდოებისას სიტყვით გამოვიდა. ზლატანმა გასულ წელს, თავისი ძმის ნაადრევი გარდაცვალების გამო გამოთქვა გულისტკივილი.

“მე მყავდა ძმა, რომელიც აპრილში მძიმე სენით გარდაიცვალა. ესაა ცხოვრება ფეხბურთის გარეშე, როცა ფეხბურთი ნაკლებად მნიშვნელოვანია. ამჟამად ჩემი ძმა განისვენებს მშვიდობით”, - ზლატანი დამსწრე საზოგადოების წინაშე ცდილობდა ემოციების შეკავებას.

შვედეთის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენაში მონაწილეობა მიიღო ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციამ და შვედურმა გაზეთმა Aftonbladet-მა.

ბოლო ათი წლის მანძილზე, 2005 წლიდან მოყოლებული ზლატანმა მხოლოდ ერთხელ დათმო შვედეთის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული. 2006 წელს საუკეთესოდ “არსენალის” ფეხბურთელი ფრედერიკ ლიუნგბერგი დასახელდა.

0.142402