ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბაუტისტა-აგუტთან წაგებული მატჩის შემდეგ თავისი “ფეისბუქის” გვერდზე დაწერა, რომ რა ანგარიშიც დაფიქსირდა, ის ამას იმსახურებდა და დაამატა, რომ მეტი შრომით უკეთეს შედეგს მიაღწევს.
“მეგობრებო დიდი მადლობა ყველას თანადგომისთვის. არანაირი თავის მართლება, როგორი ანგარიშიც იყო ასეთს ვიმსახურებდი, მეტი შრომით უკეთესი იქნება”- განაცხადა ბასილაშვილმა.
საქართველოს პირველი ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის მესამე წრეში ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტთან 6:7, 0:6, 1:6 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.