ფეხბურთი

15:12 | 4.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სანდერლენდმა” “სელტიკის” ფეხბურთელი დაიმატა

“სანდერლენდის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, უელსის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე გლაზგოს “სელტიკის” ყოფილი მცველი ადამ მეთიუსი კარიერას ინგლისურ კლუბში გააგრძელებს.

“შავმა კატებმა” 23 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 2 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადეს, ხოლო მეთიუსს 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. “სელტიკის” მაისურით ადამი ბოლო ოთხი სეზონის განმავლობაში ასპარეზობდა და 150 მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა.

0.131818