ფეხბურთი

14:45 | 4.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

დაუშვილის ეფექტური გოლი სერბების კარში (+VIDEO)

უკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგაში მოასპარეზე ლვოვის “კარპატიმ”, რომელშიც ბუბა დაუშვილი და უკრაინის მოქალაქე ამბროსი ჩაჩუა გამოდიან, სლოვენიაში შეკრებაზე სერბულ “ვოჟდოვაცს” 2:1 მოუგო.

განვლილი მატჩის მე-10 წუთზე, საჯარიმოს გათამაშების შემდეგ დაუშვილმა დაახლოებით 25 მეტრიდან მეკარისგან მარცხენა “ცხრიანში” მეტად ლამაზი გოლი გაიტანა (VIDEO). საქართველოს ეროვნული ნაკრების საყრდენმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. ჩაჩუა მატჩში არ მონაწილეობდა.

შვეიცარიაში შეკრებაზე მყოფმა რუსეთის პრემიერლიგის წარმომადგენელმა მოსკოვის “სპარტაკმა” პირველი ტესტ-მატჩი ადგილობრივ “ლუცერნთან” 1:2 წააგო. ჯანო ანანიძემ მოსკოველთა რიგებში პირველი ტაიმი ითამაშა.

ზაპოროჟიეს “მეტალურგმა” სპარინგში უკრაინის პირველი ლიგის “ჰელიოსი” 1:0 დაამარცხა. ზაპოროჟიელთა რიგებში უკრაინის მოქალაქე ნახევარმცველმა ვალერიან გვილიამ ითამაშა.

დანიის სუპერლიგაში დაბრუნებული “ორჰუსი” ამხანაგურ მატჩში “ნორსიელანდს” დაუზავდა – 2:2.

“ორჰუსის” სასტარტო შემადგენლობაში ქართველი ფორვარდები მათე ვაწაძე და დავით სხირტლაძე იყვნენ. პირველი ტაიმის მერე ვაწაძე შეცვალეს, ხოლო სხირტლაძემ მოედანი 70-ე წუთზე დატოვა.

0.115335