ფეხბურთი

14:04 | 4.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოქრიაშვილმა მოსამზადებელი გოლით დაიწყო

ბელგიის საფეხბურთო იუპილერ ლიგის (უმაღლესი ლიგა) წარმომადგენელმა “გენკმა”, სადაც თორნიკე ოქრიაშვილი და ლუკა ზარანდია გამოდიან, მოსამზადებელ პერიოდში პირველი ამხანაგური მატჩი ლუქსემბურგის “უნა სტრასერთან” ჩაატარა და 3:0 გაიმარჯვა.

ქართველმა შემტევმა ნახევარმცველებმა საწყისი 45 წუთი ითამაშეს და შესვენებამდე გუნდს გაამარჯვებინეს. კერძოდ, მე-16 წუთზე ლუქსემბურგელებმა საკუთარ საჯარიმოში ზარანდია წააქციეს და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც ოქრიაშვილმა გამოიყენა.

0.123187