ფეხბურთი

12:59 | 4.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბელგიის “მუსკრონს” გიორგი ჭანტურიას დამატება სურს

ბელგიის საფეხბურთო იუპილერ ლიგაში (უმაღლესი ლიგა) მოასპარეზე “მუსკრონს” საქართველოს ეროვნული გუნდის შემტევი ნახევარმცველის გიორგი ჭანტურიას დამატება სურს.

ბელგიური ინტერნეტპორტალი voetbalnieuws.be იუწყება, რომ მომავალი სეზონის წინ, “მუსკრონი” სერიოზულად გაძლიერებას გეგმავს და იმ ფეხბურთელებს შორის, რომელთა მიწვევას აპირებს, ჭანტურიაცაა.

22 წლის ქართველმა გასული სეზონი იჯარით რუმინეთის “კლუჟში” გაატარა, სადაც 22 მატჩში 6 გოლი გაიტანა. სეზონის დასრულების შემდეგ, ის იტალიის სერია A-ს “ვერონაში” დაბრუნდა, რომელთან კონტრაქტი აკავშირებს.

0.117648