შოთა არველაძე, რომელმაც თურქულ საფეხბურთო კლუბ “ტრაბზონსფორთან” 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხელფასის სახით წელიწადში 1200000 ევროს მიიღებს. ამის შესახებ თურქული ინტერნეტპორტალი ntv.com.tr-ი იუწყება.
ტრაბზონში ჩასულ არველაძეს აეროპორტში კლუბის სპორტული დირექტორი სულეიმან ხურმა და “ტრაბზონსფორის” მმართველის საბჭოს წევრი მეჰმეტ ტერზი დახვდნენ.
ჟურნალისტებთან არველაძემ ასეთი კომენტარი გააკეთა:
“მე ერთხელ 25 წლის წინ უკვე დავთანხმდი. არ ვფიქრობ, რომ ახლაც გამიჭირდება”.
აეროპორტიდან არველაძე კლუბის პრეზიდენტ იბრაჰიმ ჰაჩიოსმანოღლუსთან შესახვედრად გაემართა.
ტრაბზონში ჩასვლის მეორე დღეს არველაძე გუნდთან ერთად შეკრებაზე ჰოლანდიაში გაემართა.