ფეხბურთი

23:45 | 3.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“თავადური” ამბები

1 ივლისს ოფიციალურად გაიხსნა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა. გასულ სამ დღეში ყველაზე მეტი სიახლე ალბათ “მონაკოში” მოხდა, რომელთაც მოცემულ სტატიაში გაგაცნობთ.

წავიდნენ:

კოლუმბიელი თავდამსხმელი რადამელ ფალკაო “მონაკომ” კვლავ გაანათხოვრა. რადამელი ამჯერად “ჩელსის” მაისურს მოირგებს და მომდევნო სეზონში მისი გამოსყიდვა შეეძლებათ.

კლუბი დატოვა გასული სეზონის ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ ჟოფრი კონდოგბიამ, რომლის სანაცვლოდაც “მონაკომ” 35 მილიონი ევრო მიიღო.

მოვიდნენ:

ფალკაოს სანაცვლოდ, “მონაკომ” “ჩელსიდან” ახალგაზრდა ცენტრალური ნახევარმცველი მარიო პასალიჩი ინათხოვრა, რომელიც გასულ სეზონში იჯარით “ელჩეში” თამაშობდა. კლუბის ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ ხორვატი კონდოგბიას ჩანაცვლებას ღირსეულად შეძლებს.

19 წლის თავდამსხმელი კორენტინ ჟენი 2020 წლამდე ითამაშებს “მონაკოში”. ახალგაზრდა შემტევი “ტრუას” ღირსებას იცავდა, რომელიც ლიგა 1-ში აღზევდა. ჟენი მომავალ სეზონში მშობლიურ კლუბში დარჩება იჯარით.

“თავადებმა” 24 წლის შემტევი გუიდო კარილიო დაიმატეს “ესტუდიანტესიდან” და ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. არგენტინელი მოთამაშე “ესტუდიანტესის” ღირსებას 2011-2015 წლებში იცავდა და 141 მატჩში 42 გოლის გატანა მოახერხა.

სხვა ამბები:

20 წლის ბრაზილიელი მცველი ვოლას ფორტუნა დოს სანტოსი, რომელიც “ბრაგას” საკუთრებაა და გასულ სეზონში იჯარით თამაშობდა “მონაკოში”, კიდევ ერთი სეზონი დარჩება “ლუი მეორეზე” და კვლავ არენდით ითამაშებს.

37 წლის ცენტრალური მცველი რიკარდო კარვალიო “მონაკოში” კიდევ ერთ სეზონს ჩაატარებს. მან ახალ ერთწლიანი კონტრაქტს უკვე მოაწერა ხელი. რიკარდო “თავადებს” 2013 წელს შეუერთდა და 74 მატჩი ჩაატარა.

თეგები“მონაკო\"
0.16611