კალათბურთი

21:50 | 3.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

უეიდი ერთი წლით “მაიამიში” რჩება

33 წლის დუეინ უეიდი მომდევნო სეზონში ისევ “მაიამი ჰიტში” იასპარეზებს, აღნიშნულ ინფორმაციას ნბა-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. წყაროს ცნობით უეიდმა კლუბის დატოვება გადაიფიქრა და ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უეიდი “მაიამიში” დარჩენას აღარ აპირებდა და “ლეიკერსში” გადასვლას გეგმავდა.

უეიდმა განვლილ სეზონში 62 მატჩი ჩაატარა, სადაც საშუალოდ ერთ შეხვედრაში 21.5 ქულას, 3.5 მოხნას და 4.5 პასს აკეთებდა.

33 წლის კალათბურთელი “მაიამიში” 2003-წლიდან ირიცხება, კალათბურთელს გუნდთან ერთად ნბა-ს ტიტული სამჯერ აქვს მოგებული.

0.063252