როგორც “სევილიას” ოფიციალური გვერდი იუწყება, ესპანური კლუბი ევგენი კონოპლიანკასთან გააფორმებს ხელშეკრულებას. “დნიპრომ” და ესპანურმა მხარემ კონტრაქტის ბოლო დეტალები დააზუსტეს.
შეგახსენებთ, გარკვეული ხნის წინ კონოპლიანკას შეძენა ასევე სურდა “ლივერპულს”, თუმცა ბოლო მომენტში ტრანსფერი ჩაიშალა.
კონოპლიანკა “დნიპროს” შემადგენლობაში 2007 წლიდან თამაშობს, 2010 წლიდან კი უკრაინის ეროვნული ნაკრების წევრია. 25 წლის ფლანგელი აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევა.
შეგახსენებთ, გასულ სეზონში კონოპლიანკას “დნიპრომ” ევროპა ლიგის ფინალამდე მიაღწია, სადაც სწორედ “სევილიასთან” დამარცხდა.