“ინდიანა პეისერსმა” 29 წლის გამთამაშებელი მონტა ელისი დაიმატა, რომელმაც “დალასში” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხდა და როგორც თავისუფალი აგენტი “ინდიანას” ისე შეუერთდა. ელისმა და “ინდიანამ” 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს, რაშიც კალათბურთელი 48 მილიონ ამერიკულ დოლარს გამოიმუშავებს, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ელისს 4-წლიანი კონტრაქტის შემოთავაზება “საკრამენტოსგანაც” ჰქონდა, რაშიც კალათბურთელს 48 მილიონს უხდიდნენ, მაგრამ გამთამაშებელმა, როგორც ჩანს “ინდიანაში” თამაში არჩია.
განვლილ სეზონში მონტა საშუალოდ ერთ მატჩში 18.9 ქულას და 4.1 პასს აკეთებდა.