კალათბურთი

20:28 | 3.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

დანკანმა კარიერის დასრულება გადადო

“სან ანტონიო სპურსის” 39 წლის ლეგენდა, ტიმ დანკანი კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს. როგორც ESPN იუწყება, დანკანი 2016-2017 წლის სეზონის დროს “სან ანტონიოს” შემადგენლობაში ითამაშებს. დანკანისთვის მომავალი სეზონი ნბა-ში მე-19 სეზონი იქნება.

ტიმი “სან ანტონიოში” 1997 წლიდან თამაშობს. დანკანმა გუნდთან ერთად ნბა-ს ჩემპიონი ტიტული 5-ჯერ მოიპოვა (1999, 2003, 2005, 2007, 2014).

განვლილ სეზონში 39 წლის კალათბურთელი საშუალოდ ერთ მატჩში 19.5 ქულას და 11 მოხსნას აგროვებდა.

0.137769