აზერბაიჯანულ ვებგვერდებზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით “დინამოსა” და “გაბალას” მატჩს ინციდენტი ახლდა. ქართველმა გულშემატკივრებმა სტუმარი კლუბის მხარდამჭერებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ წაართვეს აზერბაიჯანის დროშა და ფეხქვეშ გათელეს.
ამ ფაქტის საილუსტრაციოდ ინტერნეტში ვრცელდება ფოტო, რომელსაც ვერ იქნება სიმართლის გარანტი, რადგან არ ჩანს არც ერთი პირი. ამასთან არ ჩანს გარემო, სადაც ფოტოზე ასახული ფაქტი ფიქსირდება.
როგორც ჰაქქინ.აზ იუწყება, აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციამ მიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას “დინამო თბილისის” გულშემატკივართა ქმედების თაობაზე, თუმცა სფფ-ს პრესსამსახურმა ოფიციალური წერილის მიღება უარყო.
აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურის უფროსი მიხაილ ნარიმანოღლუ haqqin.az –თვის მიცემულ ინტერვიუში თქვა:
“ჩვენ მოვითხოვთ ბოდიშს ქართული მხარისგან. მოსალოდნელია “გაბალამ” უეფაში შეიტანოს სარჩელი. იმედი მაქვს როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ასევე “დინამო თბილისი” გულშემატკივართა საქციელის შემდეგ ადეკვატურად იმოქმედებენ” – აღნიშნა ნარიმანოღლუმ.
აზერბაიჯანული ვებგვერდები ასევე წერენ ქართველ გულშემატკივართა მიერ გამოფენილ ბანერთად დაკავშირებით, სადაც აღნიშნული იყო, რომ ამჟამინდელი აზერბაიჯანის ტერიოტორიაში შემავალი ზაქათალასა და კახი მხარეები საქართველოს ისტორიულ ნაწილს წარმოადგენდნენ, თუმცა აღნიშნული ბანერი მალევე ჩამოხსნეს.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით აზერბაიჯანელი ახალგაზრდები ბაქოში საქართველოს საელჩოსთან აქციას გეგმავენ.