ფეხბურთი

18:30 | 3.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ბაკა “მილანის” წევრია

კოლუმბიის ნაკრებისა და ესპანური “სევილიას” აწ უკვე ყოფილი ფორვარდი კარლოს ბაკა იტალიური “მილანის” ფეხბურთელია. 28 წლის ფორვარდმა სამედიცინო შემოწმება კოლუმბიაში გაიარა და კონტრაქტსაც სამშობლოში მოაწერა ხელი. სამხრეთ ამერიკელი “სან სიროზე” მომდევნო ხუთი სეზონის განმავლობაში ითამაშებს.

“დიახ, სამედიცინო შემოწმება უკვე გავიარე და 5 წლიანი კონტრაქტი გავაფორმე. მადლობა ღმერთს, რომ მომეცა შანსი ვიყო “მილანის” ფეხბურთელი”, - თქვა ბაკამ.

კარლოს ბაკა “სევილიაში” 2013 წელს ბელგიური “ბრიუგედან” გადავიდა და მას შემდგომ გუნდის საუკეთესო ბომბარდირი იყო. გასულ სეზონში ლა ლიგაში ჩატარებულ 37 მატჩში 31 გოლი გაიტანა.

0.114296