ფეხბურთი

18:22 | 3.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზაურ სვანაძე: “შინ თამაში უპირატესობას გვაძლევს”

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს “ინტერის” მთავარი მწვრთნელის ზაურ სვანაძის დებიუტი ალბანურ “ლაჩისთან” შეხვედრაში შედგა. მატჩის შემდეგ ქართველმა მწვრთნელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა:

“რთული თამაში გამოვიდა. “ლაჩი” ძლიერი კლუბია. ძნელი სათქმელია ვინ გავა შემდეგ ეტაპზე.

ჩვენს გუნდში სერიოზული ცვლილებები მოხდა. ჯერ კიდევ შეთამაშების პროცესში ვართ, რასაც გარკვეული დრო სჭირდება.

ყველაფერი თამაშში გამოჩნდება. შემდეგ მატჩს შინ გავმართავთ, რაც გარკვეულ უპირატესობას გვაძლევს”- განაცხადა სვანაძემ.

შეგახსენებთ, ბაქოს “ინტერმა” ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ალბანური “ლაჩის” წინააღმდეგ სტუმრად გამართა (1:1). საპასუხო მატჩი 9 ივლისს ბაქოში ჩატარდება.

0.116982