ლონდონის “არსენალის” აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი ლუკას პოდოლსკი კარიერას სტამბულის “გალათასარაიში” გააგრძელებს. ამის შესახებ სტამბულური გუნდი იუწყება. 30 წლის ფორვარდი “გალაში” 2018 წლის ზაფხულამდე დარჩება. თურქებმა “არსენალს” ფეხბურთელის სანაცვლოდ 4 მლიონი ევრო გადაუხადეს.
ლუკას პოდოლსკი “არსენალში” 2012 წლიდან მოყოლებული თამაშობდა, გასული სეზონის მეორე ნახევარი კი იჯარის წესით მილანის “ინტერში” გაატარა, თუმცა გუნდის ძირითად შემადგენლობაში ფეხი ვერ მოიკიდა.