თბილისში გასამართი ევროპის სუპეთასის მატჩთან დაკავშირებით სფფ-ს ორგანიზებით ქალაქ ფოთში ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგისა და სუპერთასის თასები ჩაიტანეს.
აღნიშნული თასები ქალაქ ფოთში სპეციალურად მოწყობილ სცენაზე განათავსეს, სადაც ფოტოს გადაღება ყველა მსურველს შეეძლო.
“თასების ჩატანა ქალაქ ფოთში იმ ფაქტორმა განაპირობა, რომ ბორის პაიჭაძე იქ გაიზარდა, ევროპის სუპერთასის ფინალი კი სწორედ მისი სახელობის სტადიონზე გაიმართება” – აღნიშნა სფფ-ს პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ “მოამბესთვის” მიცემულ ინტერვიუში.
ფეხბურთის ფედერაცია ევროპული თასების ჩატანას საქართველოს სხვა ქალაქებშიც გეგმავს.