ფეხბურთი

12:22 | 3.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

არველაძე “ტრაბზონთან” 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს

როგორც სოციალურ ქსელში “ტრაბზონის” ოფიციალური გვერდი იუწყება, შოთა არველაძე თურქულ კლუბთან ორწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

არველაძე ფეხბურთელობისას 1993-1997 წლებში “ტრაბზონის” წამყვანი მოთამაშე იყო. ამ დროის განმავლობაში 96 მატჩში 61 გოლი გაიტანა.

1995-96 წლების სეზონში შოთა არველაძე “ტრაბზონის” შემადგენლობაში 25 გოლით თურქეთის სუპერლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

42 წლის სპეციალისტმა სამწვრთნელო კარიერა ჰოლანდიურ “ალკმაარში” მთავარი მწვრთნელის ასისტენტად დაიწყო. 2010-2012 წლებში თურქეთის სუპერლიგის კლუბ “კაისერის” მთავარი მწვრთნელი გახდა, 2012-15 წლებში კი “ქასიმფაშაში” მუშაობდა.

0.11484