რუმინული “ბოტოშანის” მთავარმა მწვრთნელმა ლეონტინ გროზავუმ “ცხინვალთან” ჩატარებული ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის (1:1) შემდეგ განაცხადა, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი რუმინულ გუნდს აქვს.
“უიღბლობაზე საუბარი სწორი არ იქნება. ეს იყო ჩვენი პირველი მატჩი ევროთასებზე და მოედანზე გამოუცდელი მოთამაშეები ვიხილეთ. გამარჯვება გვინდოდა და ვფიქრობ, დავიმსახურეთ კიდეც. ეს იყო ჩვენი დაპირისპირების პირველი ნახევარი და მეორე ტაიმს თბილისში გავაგრძელებთ. მომდევნო შეხვედრას მოუთმენლად ველით. კარგ თამაშს და შემდეგ ეტაპზე გასვლას ვიმედოვნებთ.” – ციტირებს prosport.ro რუმინელი სპეციალისტის სიტყვებს.
განმეორებითი მატჩი “ცხინვალსა” და “ბოტოშანს” შორის 9 ივლისს საქართველოში გაიმართება.