“ცხინვალის” მთავარი მწვრთნელი კახი კაჭარავა “ბოტოშანთან” ფრედ (1:1) დასრულებული ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩით კმაყოფილია.
“მეტოქეს ძლიერი გუნდი ჰყავს. ვაღიარებთ, იღბალი ჩვენ მხარეს გახლდათ და ვიცით, რომ საქართველოში რთული მატჩი გველოდება. არავინ ელოდა ბოტოშანში თუ ფრეს (1:1) ვითამაშებდით. შედეგით ძალიან ბედნიერი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ მატჩის მიწურულს გამოუცდელმა ფეხბურთელებმა რამდენიმე შეცდომა დაუშვეს. განმეორებით შეხვედრაშიც იგივე ტაქტიკას გამოვიყენებთ. გვაქვს სტრატეგია თამაშის, რომელიც მომავალზეა გათვლილი.” –ციტირებს კაჭარავას სიტყვებს botosaninews.ro.
“ბოტოშანმა” და “ცხინვალმა” ევროტურნირებზე პირველი შეხვედრა ჩაატარეს და გამარჯვებულის ვინაობა ვერ გამოვლინდა. მატჩში ანგარიში პეტრე-დანიელ ივანოვიჩმა 21-ე წუთზე გახსნა, ხოლო წონასწორობა ნიკა კაჭარავამ 46-ე წუთზე აღადგინა.
საპასუხო თამაში თბილისში 9 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.