ჩოგბურთი

1:39 | 3.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძე თელავის ტურნირს გამოეთიშა

ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ, რომელიც თელავში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე მე-2 ნომრად იყო განთესილი, მეოთხედფინალში გასვლა ვერ მოახერხა.

მერვედფინალში ბოლქვაძე უნგრელ შაბინა შლავკოვიჩს გაეჯიბრა და 4:6, 4:6 დამარცხდა. ამგვარად, მეოთხედფინალში ერთადერთი ქართველი ჩოგბურთელი ითამაშებს. თინათინ ყავლაშვილის მეტოქე მე-4 ნომრად განთესილი რუსი ამინატ კუშკოვა იქნება.

0.118929