ჩოგბურთი

0:59 | 3.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა და გორგოძე მეოთხედფინალში ითამაშებენ

ქართველი ჩოგბურთელები სოფო შაფათავა და ეკატერინე გორგოძე წარმატებულად თამაშობენ პოლონეთის ქალაქ ტორუნში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 25 ათასი დოლარია.

მე-7 ნომრად განთესილმა შაფათავამ მძიმე ბრძოლაში სლოვაკი რებეკა სრამკოვა 6:1, 6:7 (6:8), 7:5 დაამარცხა და მეოთხედფინალში ბულგარელი დია ევტიმოვას ეთამაშება.

მეოთხედფინალშივე პირველ ნომრად მიჩნეულ სლოვაკ კრისტინა კუჩოვასთან მოუწევს ჭიდილი გორგოძეს, რომელმაც გასულ წრეში რუმინელ კრისტინა დინუს 7:5, 6:3 მოუგო.

წყვილთა ტურნირში პირველი რეიტინგის მქონე გორგოძემ და შაფათავამ ქვაცაბაიას და დინუს 6:3, 6:4 სძლიეს და ნახევარფინალში პოლონელ დომაგალას და ავსტრალიელ ვლოდარჩიკს დაუპირისპირდებიან.

0.112705