ბელა ხოტენაშვილის გამარჯვებით დასრულდა ქართული გრან-პრის მეორე ეტაპი სწრაფ ჭადრაკში. გამარჯვებულმა შესანიშნავად იასპარეზა, 9 პარტიიდან 7 მოიგო და მხოლოდ 2-ჯერ დაუზავდა მეტოქეებს.
ხოტენაშვილს მთელი 2 ქულით ჩამორჩნენ და II–IVადგილები გაინაწილეს: ლელა ჯავახიშვილმა, ინგა ჭარხალაშვილმა და ნათია ჯანჯღავამ.
ადგილების გაყოფის შემთხვევაში, სატურნირო რეგლამენტით გათავლისწინებულმა ტაი-ბრეიკებმა მონაწილეები შემდეგნაირად განალაგა: II – ჯავახიშვილი, III – ჭარხალაშვილი, IV – ჯანჯღავა.
ტურნირზე დაწესებული იყო შემდეგი საპრიზო ფონდი: I ადგილი - 500 ლარი, II ადგილი - 300 ლარი, III ადგილი - 200 ლარი.