კალათბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი იგორ კოკოშკოვი “იუტა ჯაზის” მთავარი მწვრთნელის, ქუინ სნაიდერის ასისტენტი გახდა. აღნიშნულ ინფორმაციას ESPN ავრცელებს. კოკოშკოვს მთავარი მწვრთნელის პოსტი ათენის “პანათინაიკოსმა” შესთავაზა, მაგრამ, როგორც ჩანს, იგორმა კარიერის გაგრძელება ნბა-ში გადაწყვიტა.
შეგახსენებთ, რომ 43 წლის მწვრთნელმა საქართველოს ეროვნული ნაკრები 2008 წელს ჩაიბარა და მის ხელში საქართველომ 3-ჯერ მოახერხა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა (2011, 2013, 2015). აქამდე კოკოშკოვს “ლოს ანჯელეს კლიპერსის”, “დეტროიტ პისტონსის”, “ფინიქს სანსის”, კლივლენდ კავალიერსის” და “ორლანდო მეჯიქის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტად უმუშავია.