“გენკის” სპორტული დირექტორის დმიტრი დე კონდეს აზრით, გუნდის ქართველ ლეგიონერ თორნიკე ოქრიაშვილს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს.
“ოქრი” პრობლემატური, მაგრამ განსაკუთრებული თვისებებით დაჯილდოვებული მოთამაშეა. მასსა და სხვა მოთამაშეებს შორის ის განსხვავებაა, რომ “ოქრის” გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. როდესაც მოედანზეა ჟინიანად თამაშობს და არც დამატებითი მეტრების დაფარვის წინააღმდეგია.
ეს სწორედ ისაა, რაც მე და პიტერს გვსურს. გამარჯვებული მენტალიტეტის მქონე ბიჭები, რომელიც თავის ჟინს ყოველდღე აჩვენებენ”, - იუწყება დე კონდეს სიტყვებს ინტერნეტპორტალი voetbalnieuws.be.
კლუბის სპორტული დირექტორის ასეთი დამოკიდებულების მიუხედავად, voetbalnieuws.be იუწყება, რომ მომავალში “გენკი” ოქრიაშვილის მხრიდან პრობლემების შექმნას აღარ მოითმენს.