უზბეკეთის საფეხბურთო უმაღლესი ლიგის მე-15 ტურში, ტაშკენტის “ფახთაქორმა”, რომელსაც კახა მახარაძე კაპიტნობს, სტუმრად “ანდიჟანს” 1:0 აჯობა.
ქართველმა საყრდენმა ნახევარმცველმა ანდიჟანელებთან შეუცვლელად ითამაშა. “ფახთაქორს” 37 ქულა აქვს და უზბეკეთის ჩემპიონატის ლიდერია.
“ყიზილქიმმა”, რომელშიც გიორგი კვესიეშვილი გამოდის, სახლშო ფერღანის “ნეფთჩის” ვერ აჯობა – 0:0. ქართველმა მარცხენა მცველმა მოედანზე 90 წუთი გაატარა. “ყიზილქუმი” 21 ქულით 16 გუნდში მერვეა.