იტალიის მოქმედი ჩემპიონი ტურინის “იუვენტუსი” ლონდონის “ჩელსიდან” ბრაზილიელი ნახევარმცველის ოსკარის შეძენას აქტიურად ცდილობს. გამოცემა “კორიერე დელო სპორტის” ინფორმაციით, “ბებერმა ქალბატონმა” “არისტოკრატებს” 23 წლის გამთამაშებლის სანცვლოდ 28 მილიონი ევრო შესთავაზა. თავის მხრივ, ლონდონელები ფეხბურთელს ოდნავ უფრო ძვირად, 35 მილიონად აფასებენ.
ოსკარი “ჩელსიში” 2012 წლიდან მოყოლებული თამაშობს. გასულ სეზონში კი ინგლისის პრემიერლიგაში 28 შეხვედრაში თავი 6-ჯერ გამოიჩინა.