პოლ პირსმა, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა, “ლოს ანჟელეს კლიპერსთან” სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. Yahoo! Sports-ის ცნობით, კონტრაქტის თანხა 10.5 მილიონ დოლარს შეადგენს.
37 წლის პირსმა გასული სეზონი “ვაშინგტონ უიზარდსში” გაატარა და საშუალოდ 11.9 ქულას და 4..0 მოხსნას აგროვებდა.
საინტერესოა, რომ პოლს ბავშვობა სწორედ ლოს ანჟელესში აქვს გატარებული. ამასთან, მას “კლიპერსში” მუშაობა დოკ რივერსთან მოუწევს, რომელთან ერთადაც 2008 წელს “ბოსტონში” ერთადერთი საჩემპიონო ბეჭედი აქვს მოგებული.