სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

12:38 | 2.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“თროფი ტური” საქართველოში ფოთიდან დაიწყება
ფეხბურთის ფედერაცია ბილეთების გაყიდვის 5-6 ვარიანტს განიხილავს

საქართველოში “თროფი ტური”, რომელიც უეფას ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგისა და სუპერთასის მოგზაურობას ითვალისწინებს, 3 ივლისს ქალაქ ფოთიდან დაიწყება, რომელიც ქართული ფეხბურთის “აკვნად” იწოდება.

სამივე თასს 3 ივლისს ფოთის თეატრის წინ სპეციალურდ მოწყობილ სცენაზე 13:00 საათზე განათავსებენ. ნებისმიერ მსურველს შეეძლება თასებთან მისვლა და სამახსოვრო ფოტოების გადაღება.

ამის გარდა, ხსენებულ ადგილზე სპორტული მოედანი მოეწყობა, სადაც ახალგაზრდებს ცნობილ ქართველ ფეხბურთელებთან თამაში შეეძლებათ. ფოთს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებიც ესტუმრებიან.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურმა “მსოფლიო სპორტს” აცნობა, რომ სამივე თასი 11 აგვისტოს გასამართ სუპერთასის მატჩამდე საქართველოს ყველა რეგიონს შემოივლის. ამას სფფ-ს “თროფი ტურის” საორგანიზაციო კომიტეტი უზრუნველყოფს. თასები 11 აგვისტომდე ყოველი სამუშაო კვირის ბოლო სამი დღე “იმოგზაურებენ”.

თუ სად გაიყიდება სუპერთასის ბილეთები ჯერ უცნობია. ფეხბურთის ფედერაცია 5-6 ვარიანტს განიხილავს, რომლებშიც ბილეთების მიხეილ მესხის სახელობის სტადიონისა და ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” გაყიდვისაც.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.118679