შოთა არველაძე თურქული “ტრაბზონსპორის” მთავარი მწვრთნელი გახდება. აღნიშნულ ინფორმაციას Ligtv.com და სხვა თურქული გამოცემები ავრცელებენ.
თურქულ კლუბს გასულ სეზონში ერსუნ იანალი წვრთნიდა, რომელსაც კონტრაქტი დაუსრულდა და მისი გახანგრძლივება აღარ მოხდა. “ტრაბზონმა” თურქეთის ჩემპიონატში მე-5 ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა.
როგორც თურქული გამოცემები იუწყებიან, შოთასთან შეთანხმება მიღწეულია და მისი დანიშვნის ამბავი დღეს გაოფიციალურდება.
შეგახსენებთ, რომ შოთა და აჩი არველაძეები 1993-1997 წლებში “ტრაბზონის” ღირსებას იცავდნენ. შოთამ შავი ზღვისპირელთა რიგებში 123 შეხვედრა ჩაატარა და 81 გოლი გაიტანა.
42 წლის ქართველი სპეციალისტი 2010-2012 წლებში “კაისერს” წვრთნიდა, ხოლო 2012-2015 წლებში “ქაშიმფაშას” ედგა სათავეში.