კალათბურთი

1:56 | 2.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მილუოკი” ჩენდლერს უტრიალებს

“მილუოკი ბაქსი”, რომლის რიგებსაც საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია იცავს, სეზონთშორის პერიოდში ცენტრის პოზიციის გაძლიერებას გეგმავს და მიზანში 32 წლის ტაისონ ჩენდლერი ჰყავს ამოღებული.

ეს უკანასკნელი მილუოკელთა მთავარ მწვრთნელ ჯეისონ კიდს კარგად იცნობს. 2011 წელს ისინი “დალასის” რიგებში ერთად გაჩემპიონდნენ, ამასთან, ორივე ინტერესებს აგენტი ჯეფ შვარცი იცავს.

გასულ სეზონში ჩენდლერის საშუალო მონაგარი 10.3 ქულა, 11.5 მოხსნა და 1.2 დაფარება გახლდათ.

0.10839