სტამბოლის “ფენერბაჰჩემ” ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაადასტურა, რომ პერო ანტიჩს 2+1 წლით კონტრაქტი გაუფორმა.
მაკედონიელმა მძიმე ფორვარდმა გასული სეზონი “ატლანტა ჰოუქსის” რიგებში ჩაატარა, თუმცა ნბა-ს რიგები დატოვა და ევროპას დაუბრუნდა, სადაც პირეოსის “ოლიმპიაკოსშიც” უთამაშია.
ცნობისთვის, ანტიჩს მომავალ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წინააღმდეგაც უნდა ეთამაშა, თუმცა, სექტემბერში ეროვნულ გუნდის მაისურის მორგებაზე უარი განაცხადა.