ჩოგბურთი

0:02 | 2.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქვაცაბაიამ მხარი ვერ აუბა

პოლონეთის ქალაქ ტორუნში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირში ქართველ ჩოგბურთელთაგან ბოლო სოფო ქვაცაბაია ჩაება და პირველ ნომრად განთესილ სლოვაკ კრისტინა კუჩოვასთან 6:3, 1:6, 4:6 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე მერვედფინალის საგზური მოიპოვეს სოფო შაფათავამ და ეკატერინე გორგოძემ. მე-7 ნომრად განთესილი შაფათავა სლოვაკ რებეკა სრამკოვას ეთამაშება, ხოლო გორგოძე – რუმინელ ირინა მარია ბარას.

წყვილთა შეჯიბრის მეოთხედფინალში პირველი რეიტინგის მქონე გორგოძე და შაფათავა ქვაცაბაიას და რუმინელ დინუს გაეჯიბრებიან.

0.153376