აზერბაიჯანული კლუბი "გაბალა" თბილისს ეწვია. კლუბის უკრაინელმა მთავარმა მწვრთნელმა რომან გრიგორჩუკიმ "დინამო არენას" საპრესკონფერენციო ოთახში ჟურნალისტებთან ისაუბრა. 50 წლის სპეციალისტის თქმით "გაბალას" მიზანი ხვალინდელ მატჩში გამარჯვება იქნება.
- “დინამო თბილისისს” ბოლო თამაშები ვნახე და ვიცი როგორ მუშაობს გია გეგუჩაძე. ის კარგი სპეციალისტია, თუმცა ვნახოთ რა მოხდება მოედანზე.
ვნახე “დინამოს” გასული სეზონის მატჩებიც, თუმცა გუნდის შემადგენლობაში ცვლილებები მოხდა. ვიცი როგორ თამაშობს მეტოქე, ვიცი როგორ თამაშობს “გაბალა”. აქედან გამომდინარე გეტყვით, რომ ხვალ მაყურებლისთვის საინტერესო მატჩი იქნება.
“გაბალას” შემადგენლობაში მოხვდა ცვლილებები. ახალმა მოთამაშეებმა გაიარეს ადაპტაციის პერიოდი? რამდენად მომზადებული ხვდებიან “დინამოსთან” მატჩს?
"გაბალასთან" ერთად არაერთ გამარჯვებას მივაღწიე, თუმცა შემადგენლობაში მოხვდა ცვლილებები და ეს საკმაოდ რთული პროცესია. იმედი მაქვს ვითამაშებთ იმ ფეხბურთს, რაც გუნდს გამარჯვებას მოუტანს.
რა თქმა უნდა პრობლემაა დროის მცირე მონაკვეთში ახალ ფეხბურთელთა გუნდში ადაპტაცია, თუმცა ისინი არიან პროფესიონალები და არ გაუჭირდებათ სიძნელეების გადალახვა.
რა მიზანი აქვს "გაბალას" ?
ჩვენი მიზანი არაა იდეალური ფეხბურთის ჩვენება. ჩვენი მიზანია გამარჯვება. "გაბალა" მოედანზე მოსაგებად გავა.
საუბარი კლუბის კიდევ უფრო გაძლიერებაზე. ამ მიმართულებით ახალს რას გვეტყვით?
ამ ეტაპზე სიახლე არ მაქვს, თუმცა სატრანსფერო ფანჯარა არ დასრულებულა და ახალი ფეხბურთელების დამატებაზე მუშაობა მიდის.
პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ "გაბალამ" "დინამო არენაზე" ივარჯიშა. შეგახსენებთ 2 ივლისს ეროვნულ სტადიონზე "დინამოსა" და აზერბაიჯანული კლუბის მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.